ბედნიერება

48

ბედნიერება  _   ნეტარება, ლხენა, სიამე,  დიდი სიხარულისა და სრული კმაყოფილების განცდა

 

ორხელიანი, სიმეტრიული დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით რკალური ტრაექტორიით; ბოლო ფაზაში ცერი, საჩვენებელი და შუა თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, ხელები წინ არის გამოწეული, ხელისგულები ქვევითაა მიმართული. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.