ბაჯაღლო _ წმინდა ოქრო, რომელსაც მოწითალო ფერი გადაჰკრავს
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ყვითელი“_ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ნეკები მსუბუქად ეხება ერთმანეთს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოქრო“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, საჩვენებელი თითი წინ იშლება და იკეცება რამდენჯერმე. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.