დონორი _ 1. ადამიანი, რომელიც თავის სისხლს იძლევა ავადმყოფისათვის გადასასხმელად; 2. პირი, რომლის რაიმე ორგანოს გადაუნერგავენ სხვას; 3. დამფინასებელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამედიცინო დახმარება“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა მკლავთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ჯვარს წერს მარცხენა მკლავზე; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დახმარება“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.