ბაძვა _ სხვის მსგავსად ქცევა, წამხედურობა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, გაშლილი თითებით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და უკან, სხეულისკენ მოძრაობს, ბოლო ფაზაში ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.