ბარძაყი

26

ბარძაყი   _  ადამიანის ფეხის ნაწილი თეძოსა და მუხლისთავს შუა

 

ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ფეხი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ქვევით დაშვებული ხელი წინ და უკან განმეორებადი მოძრაობით ეხება ფეხს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და ბარძაყის დონეზე.