ბარკალი _ ცხოველის ან ფრინველის ფეხი თეძოს სახსრიდან მუხლისთავამდე
ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „დაკვლა“ / „ხორცი“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელი ეხება ყელს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ფეხი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ქვევით დაშვებული ხელი წინ და უკან განმეორებადი მოძრაობით ეხება ფეხს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და ბარძაყის დონეზე.