ბანკი

16

ბანკი  _  მსხვილი ფინანსური დაწესებულება, სადაც ხდება ფულადი სახსრების თავმოყრა და ფინანსური ოპერაციების წარმოება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“ _ ხელისგული ზევითაა მიმართული, მარჯვენა საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „ბანკი“ _ ხელისგულები ქვევითაა მიმართული და ერთმანეთის პარალელურად გაშლილია ხელები, მარცხენა ხელი ზემოთაა განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.