ბადრიჯანი

2

ბადრიჯანი  _  ერთწლოვანი ფართოფოთლებიანი ბოსტნეული მცენარე, ისხამს  მუქ იასამნისფერ მოგრძო ნაყოფს

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _  მარცხნივ, შემდეგ ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.