ბელი _ დათვის ნაშიერი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ / „დათვი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პატარა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.
