ძარღვი _ სისხლძარღვი, სისხლის სადინარი ელასტიკური მილი ორგანიზმში
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ / „სისხლი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის შემდეგი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვენა“ _ წინ გაწვდილია ზევით მიმართული მარცხენა ხელისგული ოდნავ მოხრილი თითებით, მარცხენა ხელს მაჯასთან ეხება ფართოდ გაშლილი თითებით ქვევით მიმართული მარჯვენა ხელისგული, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს კლაკნილი ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.