აღგზნება – ძლიერი აღძვრა‚ ნეგატიური აღელვება
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ცერი და შუა თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მკერდს. მარცხენა ხელის თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში სრულდება პოზიციათა და კონფიგურაციათა მონაცვლეობითი მოძრაობა: მარცხენა ცერი და შუა თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მკერდს. მარჯვენა ხელის თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.