შეხსენება _ ვინმესთვის დავიწყებულის მოგონება, გახსენება
ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ხელი ეხება თავს, მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრლია წინ მიმართული თითები, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.