ცხარე _ მეტად მხურვალე, დამწველი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მწარე“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი თითების რხევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგრად“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.