შეხვედრა _ 1. პირისპირ შეყრა, ნახვა, წაწყდომა; 2. შეგებება, მიგებება; დახვედრა; მიღება
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება დაახლოებითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარცხნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.
