აუზი – ხელოვნურად გაკეთებული თავღია წყალსაცავი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ცურვა“ – ქვევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ფორმა, გაშლილია საჩვენებელი და ნეკი, თითები წვერებით ეხება მეორე ხელის იმავე თითებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.