ყუმბარა _ საარტილერიო ფეთქებადი ჭურვი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტყვია“ _ სხეულისკენ მიმართულია ტუჩებთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.
