აუდიტორია – ლექციის მოსასმენი ადგილი, დარბაზი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უნივერსიტეტი“ – ერთმანეთისკენ და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი, შუა და ცერი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება გამეორებადი, ვერტიკალური, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხალის დასაჯდომი ადგილი“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
