ატრაქციონი – 1. საცირკო ან საესტრადო პროგრამის მიმზიდველი, ეფექტური ნომერი; საცირკო ატრაქციონი; 2. მასობრივი დასვენების ადგილებში მოწყობილი გასართობი კარუსელები, საქანელები, ტირები და სხვ.
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თამაში“ – ზევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტრიალი“ – ხელისგულები ვერტიკალზე მიმართულია ერთმანეთისკენ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი ზემოთაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.