ყაყაჩო

6

ყაყაჩო  _   წითელყვავილა მცენარე, იზრდება ყანებში და ბალახოვან ფერდობებზე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყვავილი“ _ ზევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელი წინ მოძრაობს და ბოლო ფაზაში გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია თითები. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.