ქურდი _ სხვისი საკუთრების მალულად, ფარულად მიმტაცებელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოპარვა“ _ წინ მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ზურგით ეხება ნიკაპს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მკერდისა და მხრების დონეზე.