ქრონიკა _ საზოგადოებრივი მოვლენების, ფაქტების ქრონოლოგიური აღნუსხვა, ყოველწლიური ჩანაწერი, მატიანე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახალი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ზევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა მარცხენა ხელის ზევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თხრობა“ – წინ მიმართულია ხელისგულები, შუათითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში ფართოდ გაშლილია ზევით აღმართული თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.