ქრისტიანი _ ქრისტიანული რელიგიის მიმდევარი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქრისტე“ _ მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვნივ მიმართული შუა თითით ხელი ეხება მარჯვენა ხელისგულს, მომდევნო ფაზაში ხდება კონფიგურაციათა მონაცვლეობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.