ქვევრი _ კვერცხის მოყვანილობის მიწაში ჩაფლული ღვინის შესანახი თიხის დიდი ჭურჭელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფორმა (ქვევრის)“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღვინო“ – ზევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, ყელს ეხება საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.