ქადაგება

2

ქადაგება  _   ეკლესიაში წარმოთქმული რელიგიურ-დამრიგებლობითი შინაარსის სიტყვა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თხრობა“ –  წინ მიმართულია ხელისგულები, შუათითები და და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში ფართოდ გაშლილია ზევით აღმართული თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გავრცელება (ამბის)“ _  ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _  მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.