ქადა _ ნამცხვარი, რასაც გულად აქვს ცხიმში ასვრემილი, მოხალული ფქვილი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამცხვარი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება ლოყას და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(ნამცხვრის) ფორმა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა და ხელები წრეს მოხაზავენ პორიზონტალურ სიბრტყეზე. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.