ფუტკარი

10

ფუტკარი  _  მწერი, რომელიც ნესტარით აგროვებს ყვავილის ნექტარს და აკეთებს თაფლს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კბენა“_  მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი თითი და ცერი დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მუშტად შეკრული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და საჩვენებელი და ცერი თითები ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრენა“ _ იდაყვებში განზე გაწეულია ხელები, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.