ფიზიკა _ ძირითადი საბუნებისმეტყველო მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნივთიერების ზოგად თვისებებსა და მოძრაობის კანონებს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფედერაცია“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, წინ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.