ფეხშიშველი

7

ფეხშიშველი _  ვისაც ფეხთ არაფერი აცვია

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „ფეხი“ _ გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით სხეულისკენ მიმართულია ფეხთან განთავსებული ხელისგული, სრულდება განმეორებითი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება ფეხს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცარიელი“ _ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა  მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია ფეხისა და მკერდის დონეზე.