ფეხსაწმენდი

6

ფეხსაწმენდი  _    ფეხის საწმენდი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(ფეხსაცმლის) წმენდა“ _ მუშტად შეკრული თითებით და ცერზე შემოხვეული საჩვენებელი თითით ქვვეით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ მარცხენა ხელის ზემოთ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.