ფერფლი _ ნამწვარზე მოდებული ფქვილივით ნაცარი, ნავლი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა- ჟესტი „შავი“ _ საფეთქელთან განთავსებული და სახისკენ მიმართული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ეხება თავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფხვიერი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი საჩვენებელი და შუა თითების წვერები განმეორებადი მოძრაობით ეხება ცერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.