ფერმკრთალი

2

ფერმკრთალი _ მკრთალი ფერისა, ფერწასული, ფერნაკლული, გაფითრებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თეთრი“ _ ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს და ეხება მკერდს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოდება“ _ სახისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი და ცერი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ასრულებს მოძრაობას ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.