ფანჯარა

5

ფანჯარა _   ნაგებობის კედელში დაყოლებული ღია ადგილი, რომელშიც მომინული ჩარჩოა ჩასმული, სარკმელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მინა“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული არათითით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და მარჯვენა არათითი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კარადა“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.