უჭკუო _ ვისაც ჭკუა არა აქვს, ჭკუანაკლები, სულელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ჭკუა “ / „გონება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიცარიელე“ / „არა“ _ სხეულისკენ და ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.