უძილო

7

უძილო   _  ვისაც არ სძინებია, გამოუძინებელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძილი“ _ სხეულისკენ და ზევით მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი ეხება ლოყას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.