უცნობი _ რასაც ან ვისაც არ იცნობენ, რაც არ უნახავთ, არ სმენიათ
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაცნობა“ / „ნაცნობი“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია თითებით ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელისგულები; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.