უშინაარსო _ შინაარსის არმქონე, შინაარსს მოკლებული, უაზრო
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩადება“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მარჯვნივაა მიმართული, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით და მომდევნო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელი ეხება საფეთქელს. ჟესტი სრულდება მკერდისა და სახის დონეზე.