ასეული – ასი ცალისაგან შემდგარი ერთეული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ასი“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ზევით აწეულია საჩვენებელი თითი, მომდევნო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯგუფი“ / „ბანდა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, წრიულად მოხრილი თითებით და ზევით განთავსებული ცერებით გამოსახულია ღია წრეები, განზე გაწეული ხელები ერთმანეთს უახლოვდება და ეხება საჩვენებელი თითებით. ჟესტი სრულდება მხრებისა და მკერდის დონეზე.