უსახლკარო

6

უსახლკარო _  ვისაც სახლკარი არა აქვს, უბინაო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.