უსაქმო _ უსაქმური, ზარმაცი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საქმე“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუა თითებით, ხელები ქვევით მოძრაობს სინქრონულად და ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ფართოდ გაშლილი თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.