ურნა _ სანაგვე ყუთი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაგავი“ _ წინ მიმართულია ხელისგული, მუშტად შეკრული თითებით და ცერზე შემოხვეული საჩვენებელი თითით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ-მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ყუთი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით და ზევით აღმართული ცერებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.