უპირატესობა _ უპირატესის, უკეთესის, წარმატებულის მდგომარეობა, უკეთესობა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ზევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.