უნივერსალური

3

უნივერსალური  _   საყოველთაო, ყოველმხრივი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყველაფერი“  _ წინ მიმართულია მარცხენა მხარეს განთავსებული ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ და ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა (აღმატებითი ხარისხის ნიშანი) _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.