უნაყოფო _ რაც ნაყოფს არ ისხამს, ნაყოფიერი არ არის, მოუსავლიანი, მწირი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მარცვალი“ _ ზევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი და წინ მიმართული საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.