უნარი

8

უნარი  _  შესაძლებლობა, მოხერხება, სიმარჯვე, შნო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ _ ქვევით მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეძლება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით, ბოლო ფაზაში იმავე კონფიგურაციით ქვევით მიმართულია ხელისგულები. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.