უმანკო

8

უმანკო   _    უბიწო, უზადო, უმწიკვლო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ანგელოზი“ _ მაჯებში ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული გაშლილი თითებით, ორივე ხელის თითების განმეორებადი მოხრით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა, მომდევნო ფაზაში ზევით აღმართული ცერები ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.