უზომო

10

უზომო  _ ძალიან დიდი, განუზომელი, უსაზღვრო, უკიდურესი

 

ორნაწილიანი, ორხელიანი ასიმეტრიული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძალიან“ _ მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითი და ცერი გამოსახავენ ღია წრეს, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხნივ და ზევიდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული წინაა მიმართული;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ძლიერი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხენა მკლავზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით გადაადგილდება ქვევით და საჩვენებელი თითით ისევ ეხება მარცხენა მკლავს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.