უადგილო _ რასაც ადგილი არა აქვს, რისთვისაც ადგილი ვერ მოუნახავთ, მიზანშეუწონელი, უსაფუძვლო, შეუფერებელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადგილი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.