ტყუპი _ ერთი დედის ერთდროულად ნაშობი ორი სულიერი
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მხრებთან განთავსებული ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.