ტყუილი _ რაც მართალი არ არის, რაც სინამდვილეს არ შეეფერება, სიცრუე
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით სხეულისკენაა მიმართული, მარცხენა ხელის თითებზე მაჯით მიყრდნობილი მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, ზევით აღმართულია გაშლილი ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ-მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.