ტორტი _ მრგვალი ან მომრგვალო ფორმის ტკბილი საკონდიტრო ნამცხვარი
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზევით აღმართული ცერებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ნახევარ-წრიული მოძრაობა ერთმანეთისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.